ორშაბათი, აპრილი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიგმირთა მოედანზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო – როგორი მოძრაობა იქნება ახლა

გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო – როგორი მოძრაობა იქნება ახლა

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული და პრობლემური მონაკვეთი — გმირთა მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია — სრულიად ახალ ინფრასტრუქტურაზე გადადის. დასრულდა მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის შედეგადაც დედაქალაქში კიდევ ერთი თანამედროვე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო.

სატრანსპორტო კვანძი

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთი. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სავალი ნაწილი, განათება, სანიაღვრე სისტემა, და განხორციელდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია.

რეაბილიტაცია განხორციელდა დაახლოებით 32 000 კვ.მ ფართობზე. დაიგო ახალი ასფალტის საფარი, შეიცვალა ამორტიზებული გაზმომარაგების მილები, საჰაერო სადენები მიწის ქვეშ მოექცა და მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. პროექტი ითვალისწინებდა დასავლური სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას, მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებულ სივრცეებს.

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ურთულესი სატრანსპორტო კვანძი იყო, სადაც ყოველთვის საცობი იყო და გადაადგილება ჭირდა. სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი ავტომობილები ხელს უშლიდნენ ერთმანეთს, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დღეს ყველაფერი მოწესრიგებულია – არსებული გზა გაფართოვდა და გახდა სამზოლიანი. ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც არ არსებობდა; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა განათების ბოძები და „ჭკვიანი“ შუქნიშნები, რომლებიც რეალურ დროში გვაძლევს ნაკადების მართვის შესაძლებლობას. პარალელურად, მიმდინარეობს შუქნიშნების კალიბრაცია. პროცესს, დაახლოებით, ათი დღე დასჭირდება, რათა შეირჩეს კონკრეტული ნაკადების გადანაწილების სწორი დრო, რაც მოგვცემს საშუალებას, ყველა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი სატრანსპორტო საშუალება გავატაროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს, ვინც ჩართული იყო პროექტში. მართლაც ძალიან კარგი ნამუშევარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ახალი ტიპის საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც შუქნიშნის ფაზების ავტომატურ ცვლაზეა მორგებული. ამ გზით, ქვეითებს შეუძლიათ დრო არ დაკარგონ და უსაფრთხოდ გადაკვეთონ გზა, ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე. ეს სისტემაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მუშაობს და ქვეითთა კომფორტსა და უსაფრთხოებას ერთდროულად ემსახურება.

READ  ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ

ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია მხოლოდ ასფალტს არ შეეხო — გმირთა მოედანზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. დაირგო 141 ძირი ხე და ბუჩქი, მოეწყო თანამედროვე სარწყავი სისტემა და 4 450 კვ.მ-ზე დაითესა ბალახის საფარი, რაც ეკოლოგიური ბალანსის დაცვასაც ემსახურება.

  მუხიანის აგარაკებზე, რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება უახლოეს დღეებში დაიწყება

სამუშაოები დაფინანსდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და შეადგენდა 9.5 მილიონ ლარს. პროექტს ახორციელებდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მერიასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებთან კოორდინაციით.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი