გიუმრიში პოლიციამ სომხური ეკლესიის შირაკის ეპარქიის შენობა ალყაში მოაქცია, მოგვიანებით კი ტერიტორიაზე შევიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გიუმრიში პოლიციამ სომხური ეკლესიის შირაკის ეპარქიის შენობა ალყაში მოაქცია, მოგვიანებით კი ტერიტორიაზე შევიდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 30 ნიღბიანი პირი შირაკის ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციაში შეიჭრა.

მანამდე სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ.

სომხეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ხელისუფლების უზურპაციას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტზე უარის თქმას ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებს ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გიუმრიში პოლიციამ სომხური ეკლესიის შირაკის ეპარქიის შენობა ალყაში მოაქცია, მოგვიანებით კი ტერიტორიაზე შევიდა. 27 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გიუმრიში-პოლიციამ-სომხურ/

  სპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi