თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებით აღნიშნეს. წელიწადში ორჯერ, გიორგობას, ამ ადგილს უამრავი მომლოცველი სტუმრობს და წმინდა გიორგის სურვილების ასრულებას სთხოვს.
ეს საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც კარი არ აქვს. ის არასდროს იკეტება და ადამიანებს სალოცავში შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
გადმოცემის თანახმად, ვინც ამ დღეებში ტაძარს სამჯერ შემოუვლის, ყველა სურვილი აუსრულდება. თუ გოგნის სალოცავს გიორგობას ეწვევით, თავად იხილავთ ტაძრისკენ მიმავალ ათასობით ადამიანს, რომელთა უმეტესობა გზას ფეხშიშველი მიუყვება.
სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VII-VIII საუკუნეების არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, მას კარუგდებელსაც უწოდებენ, რადგან ტაძარს კარი არ უჩერდებოდა.
ამ დღეს გოგნის კარუგდებელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ათასობით მომლოცველი სტუმრობს.
მომლოცველებს ადგილზე შესაწირად შინაური ფრინველები და ცხოველები მიჰყავთ.
გოგნის უძველესი სალოცავი მცირე მოცულობისაა, ამიტომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტაძარი შენდება, რომლის სიმაღლე 52 მეტრს შეადგენს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). გიორგობა გოგნში, ტრადიცია, რომელიც საუკუნეებია გრძელდება – ეს საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც კარი არ აქვს. 24 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგობა-გოგნში-ტრადიცი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T20:11:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
