კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრი თერაპევტის, ზურაბ მიქელაძის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ექიმი ამბობს, რომ წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, „ტურნიკზე“ ჩამოკიდება კატეგორიულად დაუშვებელია.
„წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება. ჩემს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ურჩევენ ჩამოეკიდონ „ტურნიკზე“ იმ მიზეზით,
თითქოს მოხდება მოჭყლეტილი ნერვის დეკომპრესია. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს ისედაც დაზიანებულია მალთაშორისი დისკის რკალი, ხოლო ჩვენ რომ ჩამოვეკიდებით, ჩვენი სხეულის მთელი ძალით, ისედაც დაზიანებული მალთაშორისი დისკის რკალი უფრო ზიანდება. ვითარდება დამატებითი მიკროტრავმები და სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ გთხოვთ, ხერხემლის ტკივილისას ნუ ჩამოეკიდებით „ტურნიკზე“ და არც არავის ურჩიოთ, რომ ჩამოეკიდოს.
უპირველესად უნდა დავადგინოთ მიზეზი, უნდა მიმართოთ ექიმს, უნდა გადავიღოთ MRI და უნდა ვუმკურნალოთ პრობლემას“, – ამბობს ექიმი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ეს ძალიან დიდი შეცდომაა…“ – ექიმი, ზურაბ მიქელაძე საზოგადოებას მიმართავს. 24 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-ძალიან-დიდი-შეცდომაა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ფინანსები / ბანკი / დაზღვევა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-23T05:05:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
