კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიპროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს პატრიარქმა დალოცა

პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს პატრიარქმა დალოცა

9 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, პირადად მიიღო და დალოცა პროფესორი გიორგი ფხაკაძე. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

მთავარი განსახილველი საკითხი იყო საპატრიარქოს საავადმყოფოების (თბილისსა და ქუთაისში) მიერ Accreditation Canada-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება. აღნიშნულ ორგანიზაციას საქართველოში სწორედ პროფესორი ფხაკაძე წარმოადგენს.

აუდიენციას ასევე ესწრებოდა პროფესორი ვეფხვია ოდიშარია, რომელიც წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძეს 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის სფეროში და იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტია. ასევე, არის Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

შეხვედრის შემდეგ პროფესორმა ფხაკაძემ აღნიშნა:

„უდიდესი პატივია პატრიარქთან შეხვედრა და მისი დალოცვა. საპატრიერქოს კლინიკების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტთა უსაფრთხოებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს საქართველოში.“

შეხვედრა მნიშვნელოვანია საპატრიარქოს კლინიკების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში.

#drpkhakadze

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ვინც გაჭირვების ფასი არ იცის, ის ცხოვრებაში წინ ვერ წავა - ლაშა ღლონტი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი