შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს

გიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს

გიორგი ლორია კარიერას ისევ „დინამო თბილისში“ განაგრძობს – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა, შემდეგ კი თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრებენ.

გიორგი ლორიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც გასულ სეზონშიც დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ კვიპროსულ არადიპუს „ომონიაში“ გადავიდა.

მას ეკუთვნის რეკორდი საქართველოს ნაკრების მეკარეთა შორის – 39 წლის ლორიამ ეროვნული ნაკრების ფორმა 79-ჯერ მოირგო. ბოლოს „ჯვაროსნებში“ 5 ივნისს ფარერის კუნძულების ნაკრებთან ითამაშა და 17-წლიანი სანაკრებო კარიერა 79-ე მატჩით დაასრულა. თამაშის დაწყებამდე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გიორგი ლორიას სამახსოვრო მაისური და სპეციალური პრიზი გადასცა.

  საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი