შაბათი, აპრილი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიგიორგი გილიგაშვილი: გარშემომყოფნი რაც უნდა საყვარელნი იყვნენ, ოჯახის წევრებზე მეტად ვერ შეიყვარებ,...

გიორგი გილიგაშვილი: გარშემომყოფნი რაც უნდა საყვარელნი იყვნენ, ოჯახის წევრებზე მეტად ვერ შეიყვარებ, თუ მაინც იტყვი, რომ ისინიც ისე გიყვარს, არ ხარ გულწრფელი

მსახიობი, მომღერალი, პოეტი, ამ ყველაფრის მიღმა კი პოზიტიური, გულწრფელი, ბავშვური, ღმერთისადმი დიდი რწმენით გამორჩეული – ასეთია გიორგი გილიგაშვილი, “ჩემმა მზემ” – როგორადაც იცნობს მთელი საქართველო.

33 წლის, როგორც თავად ამბობს. ქრისტეს ასაკში გიორგის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, მაგრამ ავადმყოფობას მედგრად შეხვდა. მისი ყველაზე ძლიერი საყრდენი კი ყოველთვის დედაა, ქალბატონი ნანა ჭელიძე. გიორგიმ ,,სარკესთან” დედაზე ისაუბრა.

– გიორგი, გულშემატკივრების სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ ყველაზე მოყვარული და უპირობო მხარდამჭერი ალბათ დედაა თქვენთვის.

– დედა-შვილის კავშირი მარადიულია, უწყვეტი. დედა უფლის საჩუქარია. ღმერთმა შექმნა ეს გასაოცარი, უკიდეგანო სამყარო, მერე ყოვლის შემოქმედმა თავი მოიდრიკა დედის წიაღში, დედის კალთაში, ამიტომ დედაზე ძვირფასი, დედაზე სანუკვარი, დედაზე თბილი არავინ და არაფერია. ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო.

ჩემი დედიკო არის ჩემი უპირველესი მფარველი. როგორი ჯიუტი და ცუდი შვილიც უნდა ვიყო (არადა არ ვარ), ის არის ჩემ გვერდით, ის იბრძვის ჩემთვის გაჩენის დღიდან, აგერ უკვე 34 წელი. ის მომყვებოდა თურქეთში. ჩემმა დაიკოებმა უთხრეს, ჩვენ წავყვებით, დედიკო, შენ იქ სხვანაირად ინერვიულებო და არა, ჩემს გიორგის მე უნდა გავყვეო. დედიკო მიწყობს ხელს, რომ ჩემში ბავშვი შევინარჩუნო, არასდროს დამავიწყდეს, როგორ ვუყვარვარ და ეს სიყვარული ასმაგად დავუბრუნო.

ვამაყობ ჩემი დედიკოთი, დაიკოებით, ჩემი ოჯახით. მივხვდი, რომ ადამიანები გარე-გარე არ უნდა ვეძებდეთ მოკეთეებს, საამაყო, მისაბაძ ადამიანებს. შენი ოჯახი უნდა შემოსაზღვრო ისეთი სიყვარულით, რაც გადაულახავი იქნება არაკეთილმოსურნეთათვის.

რაც უნდა საყვარელნი იყვნენ გარშემომყოფნი, საკუთარ ოჯახის წევრებზე მეტად ვერ შეიყვარებ და, თუ მაინც იტყვი, რომ ისინიც ისე გიყვარს, მაშინ არ ხარ გულწრფელი. როგორც საღვთო იერარქია, ასეთივე უნდა იყოს შენი ოჯახის იერარქია, დედ-მამა, და-ძმები. როცა შეიგრძნობ და გააცნობიერებ საკუთარი ოჯახის სიყვარულს, მიზიდულობას, პატივისცემას, შემდეგ შეგიძლია პატივი სცე და სიყვარული გამოხატო სხვა ოჯახების, შენი მეგობრების დედ-მამის, დედმამიშვილების მიმართ და ასე იზრდება წრე, რომელიც გაკრავს.

  ალა პუგაჩოვას ქალიშვილი კრემლში გამართულ კონცერტზე „დაბლოკეს“ - „ბოლო წუთას დარბაზში არ შეუშვეს“

ყველაფერი ერთი განგრძობადი ჯაჭვია, რომელსაც ფეხაკრეფით უნდა მიჰყვე. შენი ოჯახი და შენი წინაპრები არიან საწინდარი იმისა, როგორი მოქალაქე დადგები და როგორ გეყვარება შენი ქვეყანა.

წყარო: სარკე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი