პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგინდა მოფერება? – მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო“ – შალვა ამონაშვილი

გინდა მოფერება? – მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო“ – შალვა ამონაშვილი

„სიყვარული არ გადადოთ, თუ ვინმე გიყვართ, გიყვარდეთ ახლა, ამ წუთს …” – აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

,,სიყვარული ისეთი რამ არის, რაც გადადებას არ ითხოვს. თუ ქმარს ცოლი უყვარს, სულ უნდა უყვარდეს, ყოველთვის და ყოველ წამს. უყვარდეს საქმით, სიტყვით, ალერსით, მოფერებით, კარგი ამბებით. უნდა ჩაეხუტოს და მოეფეროს მას, არ უნდა აწყენინოს, არ უნდა თქვას – „რაღა დროს ეგ სიყვარულია, 20 წელია ერთად ვცხოვრობთ“. მართლაც რომ გაუცხოვდებიან ხოლმე, ერთს ერთგან გაურბის თვალი, მეორეს შეიძლება მეორეგან. თუ გიყვარს, მაშინ უნდა გიყვარდეს, როცა ხარ და როცა არის. არ გადადო ეს სიყვარული!”

,,მე ბევრჯერ გადავდე, გადავდე იმიტომ, რომ წიგნს ვწერ, სადმე მივდივარ, გაბრაზებული ვარ, გადავდე, გადავდე და ეს გადადებები დამრჩა გულში. ხომ შეიძლებოდა ეს არ ყოფილიყო, იმასაც წყენა არ დარჩენოდა ჩემზე და უფრო მეტი სიყვარული გვენახა. ამიტომ გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო. ათასი ცუდი ქცევა გვაქვს, ვითომ გვიყვარს და თან იქვე, პილპილმოყრილი მადლიო. ასეთი სიყვარული, „პილპილმოყრილი“, არ არის სიყვარული,” – აღნიშნა მან.

წაიკითხეთ: „სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

ასევე ნახეთ: ჩინეთში გაიხსნა კლინიკა მათთვის, ვისაც სამსახურში სიარული არ უნდა

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

  მუცელი რომ მოშლოდა, დედამთილმა რძალი მოწამლა... - რა ისტორიას იხსენებს ციცინო შურღაია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი