სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგილოცავთ! 21 მაისს სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებლი მოციქულის - წმინდა იოანე...

გილოცავთ! 21 მაისს სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებლი მოციქულის – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.

გილოცავთ! 21 მაისს სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებლი მოციქულის – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.
ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, სიტყვები რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფალის შესახებ – „ღმერთი სიყვარული არს”,
ამ სიტყვებმა იჭექა მთელ სამყაროში, ამ სიტყვებმა დაბადეს ახალი ადამიანი, ამ სიტყვებმა შეცვალა მთელი კაცობრიობა, ითქვა აქამდე არ ნახული, არ გაგონილი სიტყვები, რომელიც აღწევს ყველა ადამიანის გულში,
მთელი რჯული სიყვარულით აღესრულება, ყოველივე ხარობს სიყვარულით, სიყვარული აერთიანებს, სიყვარული ამშვენიერებას, სიყვარული უკვდავყოფს ყოველივეს
ის იყო უფლის ერთგული მოწაფე, რომელსაც ხშირად ვნახავდით პატარა ბავშვივით, უფლის მკერდზე მიყრდნობილს, რონელიც საყვარელი მოძღვრისგან სითბოსა და სიყვარულს იღებდა.როდესაც უფალმა მოწაფეებს უთხრა, მივდივარ იერუსალიმში, სადაც ტანჯვა და წამება მელოდება, იოანე ბავშვური გულწრფელობით დანაღვლიანებული შეეხვეწა, რომ არ წასულიყო იქ წმინდა იოანე არის აგრეთვე ერთგულების, სიმამაცის მოციქული ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდა,
უფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა – ჩაბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ – სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.
მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.
მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობას, სიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამოდენიმე დღის შედმეგ როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.
უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა.
„წმინდაო იოანე – სიყვარულის მოწაფე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის“
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ნახეთ, როგორი ამინდი იქნება უქმეებზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი