შაბათი, მაისი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგზების დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გზების დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია JV “Polatyol & Mapa“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV “Polatyol & Mapa”, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათ შორის, კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე. სახელფასო დავალიანების გამო, პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია და დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებულიც აქვს საჯარიმო სანქციები.

კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას“,- ნათქვამია განცხადებაში

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  როგორ დავადგინოთ, რძის პროდუქტი ფალსიფიცირებულია თუ არა?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი