შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოგვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში ძლიერმა წვიმამ სულ მცირე 30 ადამიანი იმსხვერპლა

გვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში ძლიერმა წვიმამ სულ მცირე 30 ადამიანი იმსხვერპლა

გვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში ძლიერმა წვიმამ სულ მცირე 30 ადამიანი იმსხვერპლა.

ელ სალვადორში, ქარიშხლის გამო 19 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიას სამოქალაქო დაცვის დირექტორმა ლუის ალონსო ამაიამ განუცხადა.

სოიაპანგოს რაიონში, რომელიც დედაქალაქ სან სალვადორიდან ექვს მილში მდებარეობს, მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაფარა და შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ელ სალვადორში 2500-ზე მეტი ადამიანი სახლებიდან ევაკუირებულია. ისინი თავშესაფრებში მოათავსეს.

გვატემალაში 10 ადამიანი დაიღუპა. წვიმების გამო 350-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია და ისინი ამ დრომდე თავშესაფრებში რჩებიან, – იტყობინება ქვეყნის კატასტროფების შემცირების ეროვნული კოორდინატორი. გვატემალას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზიანდა 2900 სახლი, 225 გზა და 27 სკოლა.

ჰონდურასში სტიქიის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის მუდმივი საგანგებო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით და 1200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

  მედიის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში ომის საკითხზე 18 თებერვალს გაიმართება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი