პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან  პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

• სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;

• სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ  მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;

• მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;

• მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

ასევე წაიკითხეთ: 4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „უნგრეთი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას უკრაინისთვის აშშ-ისგან იარაღის შესყიდვაში, როგორც ამას ტრამპი სთავაზობს“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი