პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოგარდაიცვალა უგანდელი ოლიმპიელი რებეკა ჩეპტეგი, რომელსაც ყოფილმა ბოიფრენდმა ბენზინი გადაასახა და ცეცხლი...

გარდაიცვალა უგანდელი ოლიმპიელი რებეკა ჩეპტეგი, რომელსაც ყოფილმა ბოიფრენდმა ბენზინი გადაასახა და ცეცხლი წაუკიდა

უგანდაში პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე რებეკა ჩეპტეგი გარდაიცვალა.

BBC-ს ცნობით, 33 წლის სპორტსმენს ყოფილი შეყვარებული კვირას დაესხა თავს, როდესაც ქალი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა. კაცმა მას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ექიმები ჩეპტეგის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ამ დრომდე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება თვითონ თავდამსხმელიც, რომელსაც გაცილებით მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეპტეგის ყოფილ პარტნიორთან დავა მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ჩეპტეგიმ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა.

  კურიერი, რომელმაც მომხმარებელს თითი მოაჭამა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი