ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე

გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე

ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.

სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინო ფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი – საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.

2025 წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 24 მაისს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი