გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა – ცნობილია, გარდაბანში ავარიისას დაღუპული მე-8 ახალგაზრდის ვინაობა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მე-8 ახალგაზრდა 22 წლის ხანოღლან ნასიბოვია. ინფორმაციას გამოცემა Aktual ge ავრცელებს.

ბიჭი დღეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას   რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე ადასტურებს.

გარდაბანში 14 მაისს მომხდარი ავარიის შედეგად, 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ძმები, ალილ და საჰირ მასიმოვები; ასევე, 17 და 19 წლის შამილ და ქამილ ალიევები. ისინი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

უმძიმესი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვია. როგორც ირკვევა, ბიჭი MMA – ის მებრძოლი იყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა – ცნობილია, გარდაბანში ავარიისას დაღუპული მე-8 ახალგაზრდის ვინაობა. 15 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გარდაბანში-მომხდარი-ავარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi