“განადგურდება პაპის ბეჭედი…” – რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ და როგორ აირჩევენ ახალს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ.

კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. პონტიფის პოზიციაზე კონკლავმა ის 2013 წელს აირჩია პაპი ბენედიქტე მე-16-ეს ისტორიული გადადგომის შემდეგ. ფრანცისკე, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, რომის 266-ე და პირველი ლათინოამერიკელი (არგენტინელი) პაპი იყო.

რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ

ტრადიციის მიხედვით, პაპის ბეჭედი, რომელსაც ის ოფიციალური დოკუმენტების დასალუქად იყენებდა ნადგურდება, რაც მისი მმართველობის დასასრულის ნიშანია.

- Advertisement -
Ad imageAd image

პაპის სიკვდილს 9-დღიანი გლოვა მოსდევს, რომელსაც ნოვენდიალეს უწოდებენ. ეს ტრადიცია ანტიკური რომის პერიოდში ჩაისახა. ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს იტალიაც.

ფრანცისკეს წესს აუგებენ, მის ცხედარს პაპის ტანსაცმლით შემოსავენ და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მოათავსებენ, სადაც მისი მონახულება და პატივის უკანასკნელად მიგება ასიათასობით მორწმუნეს შეეძლება.

წარსულში პაპის ცხედარს შემაღლებულ პლატფორმაზე ათავსებდნენ, თუმცა ფრანცისკემ საკუთარი პანაშვიდის ცერემონიის პომპეზურობის გარეშე ჩატარება მოითხოვა, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ მას ჩვეულებრივ, ღია კუბოში მოათავსებენ.

იქამდე, სანამ პაპი ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იქნება დასვენებული, ამ ტაძარსა და დანარჩენ კათოლიკურ სამყაროში ყოველდღიურად აღსრულდება წირვა-ლოცვის ცერემონია. ვატიკანში ამასობაში sede vacante, ანუ “თავისუფალი სკამის”, გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ეკლესიის მართვა კარდინალთა კოლეგიას დაევალება. ახალი პაპის არჩევამდე კოლეგიას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება… სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “განადგურდება პაპის ბეჭედი…” – რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ და როგორ აირჩევენ ახალს. 21 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/განადგურდება-პაპის-ბეჭე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi