პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„გამობღენძვის ჯგუფური თერაპიაც დასაგეგმია, ფასი შეთანხმებით იქნება“ - რას წეერს ნათია ფანჯიკიძე?

„გამობღენძვის ჯგუფური თერაპიაც დასაგეგმია, ფასი შეთანხმებით იქნება“ – რას წეერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში „გაბღენძილობისა“ და თავის უპირატესად წარმოჩენის მანკიერ ქცევებზე წერს და აღნიშნავს, რომ რაღაც კატეგორია მაინც ვერ ტრანსფორმირდა და თაობებს გადასცემენ სასაცილო გაბღენძილობას.

„რა მაგის პასუხია და ადრე საქართველოში ცხვირის აბზუება და „როჟის მოკერვა“, „ნივიჟუ“ (ვითომვერგხედავ) და პასიურ-აგრესიული ჯღანვით პასუხები და ა.შ. უპირატესობის განცდას ანიჭებდა მათ, ვისაც საკმარისი პიროვნული თვისება არ გააჩნდა. ეგონათ უფრო სწორად, რომ ამ სხეულებრივი თუ სიტყვიერი ფორმით ვინმე მათ მიმართ რიდით და წიწით განიმსჭვალებოდა.

ხოდა გამოხდა ხანი, გაიხსნა ფარდა და თითქოს ბევრს უნდა აღმოეჩინა, რომ დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით ინტელექტუალურ წრეებში ქცევის კულტურული ნორმა ეგრე არ მუშაობს, არამედ სულ პირიქით, მაქსიმალურად ღია და თავისუფალია ყველაზე აზრიანი ხალხი. რაღაც კატეგორია მაინც ვერ ტრანსფორმირდა და თაობებს გადასცემენ ამ სასაცილო გაბღენძილობას.

გამობღენძვის ჯგუფური თერაპიაც დასაგეგმია კამარაში. ფასი შეთანხმებით იქნება.“, – წერს ფანჯიკიძე.

  ტოპ 3 ყველაზე ლამაზი და გემოვენბიანი ქალი საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი