ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოგამოავლინეს დიაბეტის იშვიათი ფორმა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებში ვლინდება

გამოავლინეს დიაბეტის იშვიათი ფორმა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებში ვლინდება

მეცნიერებმა იმ გენის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელიც იშვიათი ფორმის დიაბეტის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. ეს დაავადება იმითაა საინტერესო, რომ მხოლოდ ახალშობილებში გვხვდება.

გენს TMEM167A ეწოდება და მისი მუტაციები ჩვილებში ინსულინის მაფორმირებელ უჯრედებს ანადგურებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ მასზეა დამოკიდებული პანკრეასის ბეტა უჯრედები, რომლებიც სისხლში გლუკოზის დონის მაკონტროლებელ ამ ჰორმონს წარმოქმნის. მკვლევრები ამბობენ, რომ TMEM167A-ს ნეირონების, ანუ ტვინის უჯრედების, ფუნქციონირებაზეც აქვს გავლენა.

ავტორებმა ნეონატალური დიაბეტისადა მიკროცეფალიის (ჩვეულებრივზე პატარა თავი) მქონე 6 ბავშვის გენები შეისწავლეს. ყველა მათგანი 6 თვემდე ასაკის იყო და 5-ს ეპილეფსიაც ჰქონდა. ჯანმრთელობის პრობლემების ამგვარ კომბინაციას მიკროცეფალიის, ეპილეფსიისა და დიაბეტის სინდრომი (MEDS) ეწოდება, რომელიც მხოლოდ 11 ინდივიდშია დაფიქსირებული.

უკანასკნელ კვლევამდე MEDS-თან ორ გენს აკავშირებდნენ: IER3IP1-სა და YIPF5-ს. ბავშვი ამ სინდრომით რომ დაიბადოს, მან მემკვიდრეობით გენის ორი მუტირებული ასლი უნდა მიიღოს — თითო ერთეული თითო მშობლისგან. გენების სეკვენირებამ აჩვენა, რომ იგივე პრინციპი ვრცელდება TMEM167A-ს იმ ვარიანტზეც, რომელიც ინსულინის წარმოქმნას უშლის ხელს. შესაბამისად, ის MEDS-თან ასოცირებული მესამე გენია.

TMEM167A პანკრეასსა და ტვინში აქტიურია როგორც პატარებში, ისე ზრდასრულ ადამიანებშიც და იგი თაგვებშიც ვლინდება. ეს შეიძლება ხსნიდეს, რატომ აქვთ ამ სინდრომის დროს ბავშვებს ფუნქციური პრობლემები ორივე ორგანოში.

დიაბეტის გამოწვევის შესახებ მეტის გასაგებად მეცნიერებმა აღნიშნული გენი ადამიანის პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან განაცალკევეს და ის MEDS-ის მქონე პაციენტის დნმ-ში არსებული ვარიანტით ჩაანაცვლეს. შემდეგ მათ უბიძგეს, რომ ბეტა უჯრედებად გარდაქმნილიყვნენ.

შედეგად მიღებულმა უჯრედებმა გლუკოზასთან შემხებლობისას ინსულინი წესისამებრ არ გამოიმუშავეს. ასევე, ისინი ენდოპლაზმური ბადის(ლაბირინთის მსგავსი შიდა სტრუქტურა მატერიის გადასატანად) ცვლილებებს ვერ გაუმკლავდნენ, რამაც ბეტა უჯრედები გაანადგურა.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  გაეცანით ადამიანი, რომელიც ქართულ სოფლის მეურნეობაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრიბს - მარწყვის წარმოება მცირე სიღრმის მეთოდით

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.