პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური“ – რა გათამაშებას სთავაზობს გიორგი ქოჩორაშვილი ქომაგებს

„გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური“ – რა გათამაშებას სთავაზობს გიორგი ქოჩორაშვილი ქომაგებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „ლევანტეს“ ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი საკუთარ ორ მაისურს გააჩუქებს.

ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს და გათამაშებას საკუთარი გამომწერების რიცხვის 100 000-მდე გაზრდას უკავშირებს:

„100 000 გამომწერი ინსტაგრამზე! საიუბილეო ნიშნულთან დაკავშირებით, გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური: საქართველოს ნაკრების და ლევანტესი.

დაწერე კომენტარებში, რა ემოციები გაჩუქა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე.

საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ და გადავცემ საქართველოს ნაკრების მაისურს;

ყველაზე მეტი მოწონების მქონე კომენტარის ავტორს ვაჩუქებ ლევანტეს მაისურს.

ყოველდღიურად ვიღებ თქვენგან ათასობით მესიჯს და დიდი მადლობა საოცარი მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Kochorashvili (@g.kochora14)

 

  "მე მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან ვარ ძმაო, 300 არაგველი იცი?" - ლაშა ბექაური Eurosport-ის ჟურნალისტს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი