საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „ლევანტეს“ ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი საკუთარ ორ მაისურს გააჩუქებს.
ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს და გათამაშებას საკუთარი გამომწერების რიცხვის 100 000-მდე გაზრდას უკავშირებს:
„100 000 გამომწერი ინსტაგრამზე! საიუბილეო ნიშნულთან დაკავშირებით, გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური: საქართველოს ნაკრების და ლევანტესი.
დაწერე კომენტარებში, რა ემოციები გაჩუქა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე.
საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ და გადავცემ საქართველოს ნაკრების მაისურს;
ყველაზე მეტი მოწონების მქონე კომენტარის ავტორს ვაჩუქებ ლევანტეს მაისურს.
ყოველდღიურად ვიღებ თქვენგან ათასობით მესიჯს და დიდი მადლობა საოცარი მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური“ – რა გათამაშებას სთავაზობს გიორგი ქოჩორაშვილი ქომაგებს. 4 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გადავწყვიტე-გავათამაშო/

