პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა16 წლის ბიჭმა დედა და 6 წლის და მოკლა, თავდასხმის შემდეგ კი...

16 წლის ბიჭმა დედა და 6 წლის და მოკლა, თავდასხმის შემდეგ კი სკოლაში წავიდა – ის ბრალს აღიარებს

ბელგიაში, ქალაქ ჰასროდში, 46 წლის უკრაინელი ქალი და მისი 6 წლის ქალიშვილი, 16 წლის ვაჟმა დანით მოკლა. ინფორმაციას ბელგიური მედია  ავრცელებს.

მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ მოზარდმა ბრალი უკვე აღიარა.

გამოძიების ინფორმაციით, ბიჭი დედას და ექვსი წლის დას დანით დაესხა თავს, შემდეგ მათ ცეცხლი წაუკიდა და სკოლაში წავიდა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მცირეწლოვანი გოგონა ცოცხალი იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ორმაგი მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

  "გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ძალიან საინტერესოა"- ინტერვიუ ლანდშაფტის დიზაინერ ნანიკო ჯოლოხავასთან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი