ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიობორის ჯონსონის განცხადებით, არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო

ბორის ჯონსონის განცხადებით, არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო.

„2016 წლიდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრებოდი და არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისი განმარტებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერ წინადადებას შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები ვეტოს დაადებდნენ.

„ნებისმიერ ასეთ წინადადებას [უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე] დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა. ეს იქნებოდა ერთსულოვანი, სრული უარყოფა“, – აღნიშნა ჯონსონმა ნორვეგიაში, ჰოლბერგის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

  ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის „შატო მირავალის“ წილების საქმეზე სასამართლო დავა მოუგო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი