პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაჩავიდა უკრაინაში ჯონსონი და პირდაპირ უთხრა, არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთ, ფაქტობრივად 4...

ჩავიდა უკრაინაში ჯონსონი და პირდაპირ უთხრა, არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთ, ფაქტობრივად 4 წელი გავიდა, რაც მისი იქ ჩასვლით ჩაიშალა სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საუბარია უარეს შეთანხმებაზე – შალვა პაპუაშვილი

უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი ნულის ტოლფასი იყო – აცხადებს ბორის ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ 2016-იდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრებოდა, რომლებზეც საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა ყველა მსგავს შეთავაზებას ვეტოს ადებდა. მისივე თქმით, ნატოს წევრ მსხვილ ქვეყნებს უკრაინის გაწევრიანების სურვილი არ ჰქონდათ.

უკრაინის მიმართ უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე 2022 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც წინასწარ დამოწმებული სტამბოლის შეთანხმება, რომელზეც უკრაინას ხელი უნდა მოეწერა, სწორედ ჯონსონის ჩასვლის შემდეგ ჩაიშალა. ახლა კი უკრაინა ბევრად უარესი მოცემულობის წინაშე დგას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჯონსონმა, რომელმაც წინასწარვე იცოდა პოზიციები, უკრაინელი ხალხი გაწირა, პარალელები კეთდება საქართველოს მიმართ მიმდინარე შანტაჟზეც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბორის ჯონსონმა 2022 წელს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჩაშალა და ბრძოლისკენ მოუწოდა, დღეს კი იმაზე ცუდი შეთანხმებაა განხილვის მაგიდაზე, რაც მაშინ იყო.

“ის უპასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ უკრაინის მიმართ, თქვენ გახსოვთ 2022 წლის აპრილში, პარაფირებული იყო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, “სტამბოლის შეთანხმებად” ცნობილი და გახსოვთ, რომ დავით არახამია, რომელიც მაშინ უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ის პირობები იყო უკრაინისთვის მისაღები. იმ შეთანხმების პარაფირება მოხდა, თუმცა შემდეგ ჩავიდა ბორის ჯონსონი და პირდაპირ უთხრა, არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთ. ფაქტობრივად, 4 წელი გავიდა ამის შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის იქ ჩასვლით ჩაიშალა სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საუბარია უარეს შეთანხმებაზე. ყოველ შემთხვევაში, იმ შეთანხმებაზე უკეთესი ვარიანტი, რაც ახლა განიხილება, ფაქტია, რომ არც ერთი არ არის.

უფრო მეტიც, იმ შეთანხმებაში საუბარი იყო, რომ ყირიმის საკითხი გადაიწევდა 10-15 წლით და იქნებოდა საერთაშორისო დისკუსიის ნაწილი. იმ შეთანხმებაში, რომელიც რატიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, ეწერა, რომ დონბასის და ამ რეგიონის საკითხები გაიყინებოდა და გადაწყდებოდა. დღეს აღარ არის ამაზე საუბარი, ვხედავთ, რომ პირდაპირი მოთხოვნაა დათმოს და დე ფაქტო რუსეთის კონტროლის ქვეშ აღიაროს უკრაინამ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.