ბოლო 9 თვეში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის 15 ათასი ტონით გაიზარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 15.0 ათასი ტონით (7.6-ჯერ), ხოლო ექსპორტის ღირებულება 9.4 მლნ აშშ დოლარით (7.4-ჯერ) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 0.63 აშშ დოლარი შეადგინა.

ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში (17 095 ტონა), ყაზახეთში (60 ტონა), ბელარუსში (39 ტონა), თურქეთსა (21 ტონა) და სომხეთში (11 ტონა) განხორციელდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბოლო 9 თვეში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის 15 ათასი ტონით გაიზარდა. 24 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბოლო-9-თვეში-საქართველოდა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi