გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
„27 თებერვლის ღამეს, ნალექი ყველგან შეწყდება, ღამის საათებში ცა მოიწმინდება. თუმცა ველოდებით მინიმალური ტემპერატურის დაცემას, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. თბილისში ტემპერატურა დაეცემა -7 -5 გრადუსამდე“ – ამბობს სინოპტიკოსი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ხვალიდან თოვა შეწყდება – ნახეთ, სინოპტიკოსების პროგნოზი. 26 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხვალიდან-თოვა-შეწყდება-ნ/
