შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 169 ლარია

ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 169 ლარია

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.9%ქალი იყო, ხოლო 56.% – კაცი.

ამასთან, როგორც სტატისტიკის სამსახური განმარტავს, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.7 % მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.7% – საშუალოზე, ხოლო 35.5 % – მცირე ბიზნესზე.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 718.9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4.776 მლრდ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი).

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 169.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 184.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 711.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 152.3 ლარით).

  „რამდენჯერ გამღვიძებია და მიფიქრია, ახლა რომ აქ არის, ერთ თვეში როგორ შეიძლება, რომ არ იყოს“ - რას ჰყვება გიო ხუციშვილის მეუღლე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი