პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.

ხეხილის (ვაშლი და მსხალი) კვირტის გაშლამდე უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური სამუშაოები: მოსცილდეს და დაიწვას მავნებლების ბუდეები, შემხმარი ნაყო­ფები, დაზიანებული და გამხმარი ტოტები.
დაზიანებული ადგილების მკურნალობა – თუ შეამჩნევთ მავნებლების მასობრივად გავ­რცე­ლების ადგილებს, შეწამლეთ ნიტროფე­ნით. შე­წამვლა ტარდება, როცა საშუალო დღიური ტემ­პერატურა +10º-ია. მოზამთრე მავ­ნებ­ლების კვერცხების ტკიპებისა და ბუგრების წი­ნააღმდეგ შეიძლება ოლეოკუპრიტის გამოყენება. თუ ხეხილი ნაკლებად დაავადებულია, იწამლება 2-3 წე­ლიწადში ერთხელ. თუ გასულ წელს ვაშლისა და მსხლის ხეები დაავადებული იყო ქეცით, ჩამოყრილი ფოთლები დაამუშავეთ ნიტროფენით.
არ დაგავიწყდეთ ფრინველებისათვის ბუ­დეებისა და საკვებურების მოწყობა.
კვირტის გახსნიდან ყვავილობამდე. კვირტის გახსნის დასაწყისში ხის ქვეშ დააფინეთ ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირას ხოჭოები და გაანადგურეთ. პროცედურა ტარდება 2-3-ჯერ, როცა ჰაერის ტემპერატურა 10º-მდეა. თუ გასულ წელს ყვავილჭამიამ დიდი რაოდენობით გაგინადგურათ ვაშლის კოკრები, შეწამლეთ ქვემოჩამოთვლილიდან ერთ-ერთი პრეპარატით: რე­ვიკურტით, პერმეტრინით, კილზარით, კარ­ბოფოსით, ბენზოფოსფატით.
ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ იხმაროთ 3%-იანი ბორდოს ხსნა­რი, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოგიყენებიათ ნიტ­როფენი. ყვავილის გამოჩენის ფაზაში ხე­ხილი იწამლება 1%-იანი ბორდოს ხსნარით (თუ არ ჩამოგირეცხავთ 3%-იანი ხსნარით). მავნებლებთან ბრძოლის მიზნით (ტკიპები, ბუგრები და ა.შ.) ბორდოს ხსნარის შემცვლელ პოლიქრომს ემატება ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან ერთ-ერთი: კარბოფოსი, ბენზოფოსფატი, კილზარი, პერმეტრინი.
მუხლუხების წინააღმდეგ შეიძლება იხმაროთ: ბიტოქსიბაცილინი, ლეპიდოციდი, დენდ­რო­­ბაცილინი.
ყვავილობის დამთავრებისთანავე უნდა მოს­ცილდეს ვაშლის ჩრჩილის ბუდეები, რომლებ­შიც თავმოყრილია მუხლუხები. ჩამობერტყეთ წინასწარ დაფენილ ცელოფანზე ვაშლის მხერ­ხავათი დაზიანებული ნაყოფი, შეწამლეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარით ქეცის წინააღმდეგ.
მსხლის ხეები შეწამლეთ გოგირდოვანი პრე­პარატით ტკიპების წინააღმდეგ ყვავილობის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ. პირველი დამუშავება ვაშლის (მსხლის) ნა­ყოფჭამიას წინააღმდეგ: კარბოფოსით, ბენზოფოსფატით, რევიკურტით, პერმეტრინით, კილზარით ან ბიოპრეპარატებით – ბიტოქსიბაცილინით, დენდრობაცილინით ან ლეპიდოციდით.
ზაფხულის განმავლობაში. ყვავილობის და­მ­­თავრებიდან 25-30 დღის შემდეგ ტარდება­ ვაშ­­ლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ მეორე წამ­ლო­ბა. თუ გამოიყენებთ: პერმეტრინს, კარბოფოსს, კილზარს ან რევიკურტს, შეწამლეთ 25 დღის შემდეგ, ხოლო ბენზოფოსფატით – 30 დღის შემდეგ.

  რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

გააგრძელეთ კითხვა

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი