„ოსკარი“ ხელოვნურ ინტელექტს? – ამერიკულმა კინოაკადემიამ გადაწყვიტა, რომ ეს უკვე შესაძლებელია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამერიკის კინოაკადემიის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით გადაღებულ ფილმებს “ოსკარის” მოპოვების შანსი ექნებათ.

კინოაკადემიამ, რომელიც ამ ცერემონიის ორგანიზატორია, ორშაბათს ახალი წესები გამოსცა, რომლებშიც ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება „არც დაეხმარება და არც ხელს არ შეუშლის ნომინაციის მიღწევის შანსებს“.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი – რომელსაც შეუძლია შექმნას ტექსტი, სურათები, აუდიო და ვიდეო მარტივი ტექსტური მოთხოვნის საპასუხოდ – მარტში დაჯილდოებული რამდენიმე კინოსურათის წარმოების დროს გამოიყენეს.

თუმცა კინოაკადემია ასევე აცხადებს, რომ გამარჯვებულის შერჩევისას ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი გათვალისწინებული იქნება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კინოინდუსტრიაში – ეს თემა განსაკუთრებულად აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ადრიან ბროუდიმ მარტში “ოსკარი” მოიპოვა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის ფილმ “ბრუტალისტში”.

ფილმმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა მსახიობის აქცენტის გასაუმჯობესებლად, როდესაც ის უნგრულად საუბრობდა.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მსგავსი ტექნოლოგია “ოსკაროსან” მიუზიკლ “ემილია პერესზე” მუშაობის დროსაც გამოიყენეს.

სცენარისტები შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მათ სამსახურის გარეშე დატოვებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ოსკარი“ ხელოვნურ ინტელექტს? – ამერიკულმა კინოაკადემიამ გადაწყვიტა, რომ ეს უკვე შესაძლებელია. 23 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ოსკარი-ხელოვნურ-ინტელე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi