ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლის მიერ ტურისტის (ბელორუსის მოქალაქე) სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის დაწყებული, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ტურისტი გააუპატიურა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამსახურის ხელმძღვანელია. შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

“შვებულებაში ვარ, ვერ გიპასუხებთ, მომწერეთ საჯარო წერილი და გიპასუხებთ. გამოძიება მიმდინარეობს მაგ ფაქტზე და პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არავარ სამსახურში”, – აღნიშნა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ და ტელეფონი გაგვითიშა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა. 20 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბათუმში-სავარაუდოდ-ბოტა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi