ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, არიან დაკარგულებიც. მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. კალიფორნიაში ხანძრებს უკვე 6 დღეა ებრძვიან.
ოფიციალური ინფორმაციით, არის პროგრესი, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ ძალზე მაღალი რჩება – ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელი ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობის პროცესს გაართულებს.
ამ დროისთვის, სახიფათო ზონიდან გაყვანილია 100 000-ზე მეტი ადამიანი. განადგურებული ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია 12 000-ზე მეტი სახლი.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდ. 13 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ლოს-ანჯელესში-ტყის-ხანძრ/
