“ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა… პატარა ცდილობდა მის გადარჩენას…” – ბოლნისში დატრიალებული ტრაგედიის უმძიმესი დეტალები

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ბოლნის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ წერს.

“ბოლ­ნის­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის კი­დევ ერთი შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. 8 წლის ბავ­შვს შე­უმ­ჩნე­ვია, რომ დედა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წამ­ლე­ბის მი­ღე­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბას ცდი­ლობ­და.

პა­ტა­რა ცდი­ლობ­და მის გა­დარ­ჩე­ნას, უყ­ვი­რო­და, ბე­ბი­ას ეძახ­და: დედა თავს კლავ­სო. ამ მძი­მე წუ­თებ­ში დე­დამ, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, უმ­ძი­მეს ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებ­და, ბავ­შვს გულ-მკერ­დის არე­ში მაკ­რატ­ლით და­არ­ტყა.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მე. ალ­ბათ, როცა ეს ქალი გონ­ზე მოვა და გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რა ჩა­ი­დი­ნა, ამ ტვირთთან ცხოვ­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა…ეს 8 წლის ბიჭი ოჯახ­ში უფ­რო­სი იყო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კი­დევ ორი პა­ტა­რა და-ძმაც იმ­ყო­ფე­ბო­და”, – წერს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა.

ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.
42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს.
როგორც წერენ, დედამ ამ ფაქტის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
,,ბავშვი მოკლა მერე თვითმკვლელობა სცადა თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს. ამბავი წუხელ საღამოს მოხდა. დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა”,-წერს ჟურნალისტი ჯეიჰუნი სოცქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ში განაცხადეს, რომ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ქალბატონი დაკავებულია.
“ფა­რუხ ჩვე­ნო სა­ო­ცა­რო! ტი­რის შენი სკო­ლა!” – წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში, რო­მელ­საც ის სკო­ლა ავ­რცე­ლებს, სა­დაც მოკ­ლუ­ლი პა­ტა­რა სწავ­ლობ­და.

42 წლის ქალ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი მოკ­ლა შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. მან და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი 7 წლის ბიჭი ფა­რუხ ახ­მე­დო­ვია, ხოლო უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი სვეტ­ლა­ნა ახ­მა­დო­ვა. ქალი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მომ­ხდა­რის და­მალ­ვა სცა­დეს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და.

“ფა­რუხ ჩვე­ნო სა­ო­ცა­რო! ტი­რის შენი სკო­ლა!” – წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში, რო­მელ­საც ის სკო­ლა ავ­რცე­ლებს, სა­დაც მოკ­ლუ­ლი პა­ტა­რა სწავ­ლობ­და.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა… პატარა ცდილობდა მის გადარჩენას…” – ბოლნისში დატრიალებული ტრაგედიის უმძიმესი დეტალები. 1 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბავშვს-შეუმჩნევია-რომ-დე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi