ლიონში, გიორგი მიქაუტაძე შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს | ზარალი 200 000 ევრომდეა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
მიქაუტაძე

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიონის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლში შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს. შემთხვევა  კვირას, ლიონი-ნიცას მატჩის დასრულების შემდეგ, საღამოს ლიონთან მდებარე კომუნა შასიოში მოხდა.ინფორმაციას ფრანგული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოროტმოქმედები ფეხბურთელს საკუთარი სახლის ავტოსადგომთან დახვდნენ და აიძულეს რომ სახლის კარი გაეღო. ქართველი ფეხბურთელის სახლიდან მაჯის საათები და სხვა ძვირადღირებული ნივთები წაიღეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით ნაძარცვის ღირებულება 150 000-დან 200 000 ევრომდეა.

ძარცვის შემდეგ ბოროტმოქმედები მიიმალნენ, მათზე ძებნაა გამოცხადებული. მიქაუტაძის სახლში უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხარ ფაქტს თავად გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

- Advertisement -
Ad imageAd image

“მომხდარი ამბის შემდეგ მინდა დაგამშვიდოთ, კარგად ვარ და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. მადლობა მხარდაჭერის გამომხატველი მრავალი გზავნილისთვის, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მე ჩემს მიზნებზე ვარ კონცენტრირებული და მალე შეგხვდებით. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს,” – დაწერა გიორგი მიქუტაძემ ინსტაგრამზე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ლიონში, გიორგი მიქაუტაძე შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს | ზარალი 200 000 ევრომდეა. 3 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლიონში-გიორგი-მიქაუტაძე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi