პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდებ

ახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდებ

ახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. სამხედროებმა ადგილზე რამდენიმე შენობა ააფეთქეს.

პალესტინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, განადგურდა დაახლოებით 20 შენობა.

სამხედროების სპიკერის თქმით, რამდენიმე სტრუქტურა, რომლებიც ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა, დანგრეულია.

ისრაელის ძალები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ატარებენ მასიურ ოპერაციებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რაც მიზნად, ადგილობრივი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციებს და მათი იარაღის ხელში ჩაგდებას ისახავს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი გუშინ ლიბანში არმიის პუნქტებს ეწვია.

შეგახსენებთ, ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნოემბრიდან მოქმედებს. შეთანხმების თანახმად, ლიბანში სამხრეთიდან დაწყებული ყველა “არაავტორიზებული იარაღი” და სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა დაიშალოს, თუმცა “ჰეზბოლას” მტკიცებით, შეთანხმება ექსკლუზიურად სამხრეთ ლიბანს ეხება.

  მეცნიერებმა ანტარქტიდის ტბის - ენიგმას ყინულის ქვეშ უზარმაზარი წყლის ფენა აღმოაჩინეს, რომელშიც გარე სამყაროსგან იზოლირებული მიკროორგანიზმები ბუდობენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი