რა უნდა ვიცოდეთ ქათმის მოხმარების შესახებ: ახალი კვლევა გვაფრთხილებს სერიოზულ საფრთხეებზე
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
ახალი მეცნიერული კვლევა აჩვენებს: ქათმის დიდი რაოდენობით მოხმარება ზრდის საერთო სიკვდილიანობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოთი გარდაცვალების რისკს, განსაკუთრებით მამაკაცებში.
რას ამბობს კვლევა?
იტალიაში ჩატარებულმა ორ დიდმა კოჰორტულმა კვლევამ (4869 მონაწილე, 51,6% მამაკაცი) დააფიქსირა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 300 გრამზე მეტ ქათამს მიირთმევენ, გაცილებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან. მათი სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი იყო საშუალოზე 23%-ით მაღალი, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოთი გარდაცვალების რისკი – 2,1-ჯერ მეტი, ვიდრე იმ ჯგუფში, ვინც კვირაში 100 გრამზე ნაკლებ ქათამს მოიხმარს.
საგანგაშოა, რომ ქათმის მოხმარება გლობალურადაც მატულობს. ევროპის სტატისტიკის მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში ქათმის საშუალო მოხმარება 70%-ით გაიზარდა. საქართველოში ბოლო ათწლეულში მოხმარება გაორმაგებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში, რადგან მას მიიჩნევენ “ჯანსაღ” ცილოვან ალტერნატივად.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ახალი კვლევა, სერიოზული საფრთხე – რა უნდა ვიცოდეთ ქათმის მოხმარების შესახებ, რა უნდა გავითვალისწინოთ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1/
sheniekimi.ge/ambebi
