შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ...

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა, – ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის 2 500 000 ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში, მიმდინარე წელს, 7 მილიონ ნახევარ ლარამდე გამოიყო ჩვენი მოსახლეობის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად;

700-მდე ოჯახი მიიღებს მატერიალურ კომპენსაციას, რაც რეალურად შეცვლის სოციალურ ფონს რეგიონში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ადამიანების ცხოვრების პირობებს“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  შპს „კამპას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი