გორის ერთ-ერთ რესტორანში, თევზში აღმოაჩინეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში, რესტორანში “ერისონი” თევზის შემოწმების შედეგად, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება – ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოაჩინა.

უწყების ცნობით, შემოწმება 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა და კალმახის ჯიშის თევზში, რომელიც რესტორან “ერისონს” ჰქონდა, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, 2.2მკგ/კგ რაოდენობის ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოჩნდა.

„ეცნობა ვეტერინარულ დეპარტამენტს; ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა“, – მიუთითებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელსაც თევზის მოშენებისას იყენებენ, როგორც ანტიპარაზიტულ საშუალებას. აღნიშნული ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის და აშშ-ს ქვეყნებში აკრძალულია, რადგან FDA-ს ცნობით, არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მალაქიტის მწვანემ შესაძლოა დააზიანოს დე-ენ-ემი, ასევე ზრდის კიბოს განვითარების რისკს, ორგანიზმში გრძელვადიანად გროვდება და აზიანებს ღვიძლს და თირკმელს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გორის ერთ-ერთ რესტორანში, თევზში აღმოაჩინეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გორის-ერთ-ერთ-რესტორანში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi