ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო,,აშშ-ში ჩამოსულია რუსეთის წარმომადგენელი და ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე" - დონალდ ტრამპის სკანდალური...

,,აშშ-ში ჩამოსულია რუსეთის წარმომადგენელი და ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე” – დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რუსეთის წარმომადგენელი აშშ-ში იმყოფება მოლაპარაკებებისთვის.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას არ გამოუვიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.

„ევროპა წარუმატებელი იყო პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობაში, მაგრამ ვფიქრობ, მე წარმატებული ვიქნები. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი რუსეთიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე. გვსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე შეწყდეს, რადგან ათასობით ადამიანი იღუპება კვირაში. ძირითადად ჯარისკაცები, უკრაინელი ჯარისკაცები და რუსი ჯარისკაცები. ჩვენ წამყვან როლს ვასრულებთ ამის დასრულების მცდელობაში. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მიმდინარეობს ბევრი კარგი საუბარი უკრაინასა და რუსეთზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განმარტებით, ის ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შესაძლოა, ისრაელის ლიდერი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვიოს. ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერი ტრამპს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად ესაუბრა, რათა განეხილათ ბუდაპეშტის გამოსვლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან.

წყარო

ბმულები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ:

დონალდ

author avatar
Anni Bilanishvili
  SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი