წლის დასაწყისში ხერსონის სამშობიარო საავადმყოფოში სამეანეო-გინეკოლოგიური განყოფილება გაიხსნა. მას შემდეგ ყველა ოპერაცია და მშობიარობა თავშესაფარში ტარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ხერსონი ფრონტის წინა ხაზზე მდებარეობს, ეს სიახლე რუსული ჯარების თავდასხმებით გამოწვეულ რისკებს ამცირებს. მანამდე სამშობიარო არაერთხელ მოხვდა რუსული არტილერიის დაბომბვის ქვეშ.
მიწისქვეშა სამშობიაროს განყოფილებები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სარეზერვო ელექტრო და წყალმომარაგებით. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სამედიცინო პერსონალმა და პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.
2025 წლის დასაწყისიდან აქ უკვე 38 ბავშვი დაიბადა – 19 ბიჭი და 19 გოგონა. როგორ მუშაობს თავშესაფარში მოწყობილი სამშობიარო საავადმყოფო, შეგიძლიათ ოლქსანდრ კორნიაკოვის ფოტორეპორტაჟში იხილოთ.
განახლებულია: 2026-11-26T00:41:58+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi