მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დანერგვა, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა და რეგულირების სააგენტოში გატარებული რეფორმების შედეგები – პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ჯავახაძემ დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საკომიტეტო მოსმენაზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. დეპუტატებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღინიშნეს, რომ ცვლილებებმა, მოსახლეობის სამედიცინო კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა, ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა უპასუხეს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დანერგვა, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი. 31 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/medikamentebze-repherentuli-phasebis-danergva-momsakhurebis-diagnozthan-shetchiduli-jguphebith-drg-daphinansebis-akhali-modeli/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დანერგვა, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/medikamentebze-repherentuli-phasebis-danergva-momsakhurebis-diagnozthan-shetchiduli-jguphebith-drg-daphinansebis-akhali-modeli/
sheniekimi.ge/ambebi
