აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა

COVID-19-ის პანდემიამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიონობით დოლარი გამოყო უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ღამურების კორონავირუსებზე ე.წ. „ფუნქციის გაძლიერების“ (gain-of-function) კვლევების დასაფინანსებლად. ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ავრცელებს.

როგორც ეროვნული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ აღნიშნული კვლევები მიიჩნევა დღეს ფართოდ იმ არაგანზრახ ლაბორატორიულ გაჟონვასთან დაკავშირებულ საქმიანობად, რომელმაც COVID-19-ის პანდემიას დაუდო საფუძველი.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ფაუჩი აქტიურად მონაწილეობდა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ დაზვერვის შეფასებების ფორმირებაში და გავლენას ახდენდა მათ შინაარსზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მან 2024 წელს კონგრესში ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენების დროს არასწორი ინფორმაცია წარადგინა, როდესაც უარყო დაზვერვის წარმომადგენლებთან ვირუსულ კვლევებზე განხილვებში მონაწილეობა.

„COVID-19-ის პანდემიამ უზარმაზარი ტკივილი და სირთულეები მოუტანა მილიონობით ამერიკელსა და მსოფლიოს მრავალ მოქალაქეს. წლების განმავლობაში გავრცელებული სიცრუის, ცენზურისა და ინფორმაციის დაფარვის შემდეგ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას, სიმართლესა და ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა.

გაბარდის თქმით, სიმართლის დამალვისთვის გამოყენებული მეთოდები „დიფ სთეითის“ მოქმედების სტილს ჰგავს. გაბარდი ამტკიცებს, რომ ფაუჩიმ საკუთარი ქმედებების დასაფარად დაზვერვის მონაცემებით მანიპულირება მოახდინა, კონგრესს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეზღუდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ფაუჩის რეკომენდაციები ხშირად აისახებოდა დაზვერვის ოფიციალურ შეფასებებში, ხოლო მისი მხარდაჭერით მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები დაზვერვის თანამეგობრობისთვის სანდო წყაროებად განიხილებოდა.

გაბარდის მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, რამდენიმე მამხილებელმა განაცხადა, რომ ლაბორატორიული გაჟონვის ჰიპოთეზის მხარდამჭერი ანალიტიკოსები ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ. მათ შორის მოყვანილია შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებს კარიერული წინსვლის პერსპექტივების დაკარგვით აშინებდნენ ან მათი საჩივრების ანონიმურობის დაცვა სათანადოდ არ ხდებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. 19 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-ეროვნული-დაზვერვა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T23:32:47+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi