პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა მის ებრაელ კოლეგასთან იოავ გალანტთან, რა დროსაც მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

„დღეს მე ვესაუბრე ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს, რათა დამედასტურებინა აშშ-ის პოზიცია დავიცვათ ისრაელი ირანიდან, ლიბანური „ჰეზბოლადან“ და ირანთან კავშირში მყოფ სხვა სამხედრო დაჯგუფებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან“, – დაწერა ოსტინმა.

როგორც პენტაგონის შეფმა განაცხადა, მან გალანტთან ასევე განიხილა ერაყის დასავლეთით მდებარე ამერიკულ ავიაბაზა „ალ-ასადზე“ მომხდარი თავდასხმა, რა დროსა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. ოსტინმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრს ამერიკის მომდევნო ნაბიჯების შესახებ ამცნო.

  ნიდერლანდები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი