რატომ უყვარდებათ ცოლიანი კაცები? – მეცნიერებმა გამოიკვლიეს და მიზეზებიც დაასახელეს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ქორწინების რღვევას და ცოლ-ქმრის დაშორებას ძალიან ბევრი და სიღრმისეული მიზეზი აქვს. მრავალ მიზეზს შორის არის ღალატიც, სასიყვარულო სამკუთხედი, რომლის თავშიც ხშირად “სხვა ქალი” და თურმე არც ისე იშვიათად, ცოლის “დაქალიც” დგას.

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ძნელია ჭეშმარიტი სიყვარულის „ამოცნობა“, მისი ნდობა და ფრაზა „ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“ ზოგჯერ ძალიან არარეალურად ჟღერს.

ხშირად ხდება, რომ მამაკაცი ოჯახს სხვა ქალის გამო ტოვებს და ისეც ხდება ხოლმე, რომ ეს ქალი არა ქუჩაში შემთხვევით გაცნობილი, არამედ ცოლის სამეგობრო წრიდანაა.

მეცნიერებმა იპოვეს ახსნა, თუ რატომ იზიდავთ ქალებს სხვისი ქმრები.

- Advertisement -
Ad imageAd image

რა თქმა უნდა, შეიძლება დიდხანს იკამათო იმაზე, რომ შეუძლებელია ზრდასრული მამაკაცი ვინმემ აიძულოს და ჰარმონიული ურთიერთობა დაანგრევინოს: თუ სიყვარული მთავრდება, ეს ნიშნავს, რომ მასში რაღაც არასწორი იყო და ამაში ორივე მხარე დამნაშავეა. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი თანხმდება, რომ ცნობილ სამკუთხედში “საყვარელი” (და ხანდახან ეს “საყვარელი” ცოლის დაქალიცაა ხოლმე) ხშირად აქტიურ როლს თამაშობს. ბიოლოგები და ფსიქოლოგები შეუდგნენ იმის გარკვევას, თუ რატომ ხდება ეს და მათ სიმართლის მარცვალიც იპოვეს.

ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ხშირად ქალების მეგობრობის საფუძველი ორ ურთიერთგამომრიცხავ პრინციპს ემყარება: მსხვერპლს და კონკურენციას. როდესაც მამაკაცი ირჩევს ერთს, მეორის გონებაში, ეს ხშირად აღიქმება როგორც საკუთარი არასრულფასოვნების მტკიცებულება. ამიტომაც სურს მთელი ძალით დაამტკიცოს, რომ „არავისზე ნაკლები“ არ არის და ეს მამაკაცი თავის მხარეს „გადმოიბიროს“.

ეს ყველაფერი არ არის: ველურ სამყაროზე დაკვირვება მეცნიერებს დაეხმარა სასიყვარულო სამკუთხედების გაჩენის კიდევ ერთი მიზეზის აღმოჩენაში. ცხოველებში მდედრები ხშირად ირჩევენ მამრებს იმის მიხედვით, თუ რომელს ანიჭებენ უპირატესობას უფრო გამოცდილი მდედრები. იხილეთ სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
Ad imageAd image

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რატომ უყვარდებათ ცოლიანი კაცები? – მეცნიერებმა გამოიკვლიეს და მიზეზებიც დაასახელეს. 30 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-უყვარდებათ-ცოლიანი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi