ჩვენი კომპანია 2 წლის განმავლობაში მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ბლექსი ფროფერთისის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და კონტრაქტი არსებობს ხელმოწერილი.
„არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები და სიები. რომ დავკონკრეტდეთ, ადამიანებთან მოხდა შეთანხმება ფართებთან, ქირასთან, ვადებთან და ქირის ოდენობასთან დაკავშირებით. ადამიანებს გადაეხადათ თანხა მთლიანი ოდენობით, რაზეც ვიყავით შეთანხმებულები, გამოთქვეს თანხმობა და დატოვეს ტერიტორია თავიანთი ნებით. დღეს გამოქვეყნდება ინფორმაცია და ახლავე გიდასტურებთ, რომ არც 300, არც 400, არც 500 და არც 600 ლარი არ არის, არის მეტი“, – განაცხადა გიორგი ჩაფიძემ.