სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სიახლეა – როდის ამოქმედდება?

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

2027 წლის 1 მარტიდან შიდა სამგზავრო გადაყვანებში ტაქოგრაფებისა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენება ეტაპობრივად სავალდებულო გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2027 წლის 1 მარტიდან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანების სფეროში ჩართული სატრანსპორტო საშუალებები ეტაპობრივად აღიჭურვება ტაქოგრაფებითა და სიჩქარის შემზღუდველი სისტემებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებისა და ავტოსადგურების რეფორმა. ამ პროცესის ფარგლებში ხორციელდება როგორც გადამზიდავების ნებართვების გაცემის, ისე ავტოსადგურების სერტიფიცირების პროცედურები.

მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია მგზავრთა უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და სატრანსპორტო სექტორში უფრო სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნა.

ანგარიშში ასევე საუბარია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის გაძლიერებაზე. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2025 წლის ივნისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი.

- Advertisement -
Ad imageAd image

გარდა ამისა, ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში მუშავდება საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილებები, რომლებიც L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების — მოტოციკლების, ტრიციკლებისა და კვადროციკლების — სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას შეეხება.

მთავრობის შეფასებით, დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტრანსპორტის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას და ქვეყნის მასშტაბით სამგზავრო გადაყვანების სისტემის უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სიახლეა – როდის ამოქმედდება?. 2 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სატრანსპორტო-საშუალებებ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T00:07:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi