სამშაბათი, მარტი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება” - ექიმის რჩევა მშობლებს

„ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება” – ექიმის რჩევა მშობლებს

ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული რა გავლენას იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზე,- ამ თემაზე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„მთელი ბავშვობა მეუბნებოდნენ: “ფეხზე ჩაიცვი, გაცივდები”, “ფეხშიშველი ნუ დადიხარ, ფილტვების ანთება დაგემართება…” რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ თუ ბავშვს ფეხზე ჩააცმევთ, ეს მას უფრო წაადგება, ხოლო ფეხშიშველი სიარული ზიანს მოუტანს? – ეს აბსოლუტური სიცრუეა. პირიქით, ბავშვისთვის უკეთესიც კია, რომ ფეხზე არ ეცვას და სახლში, პირველი ნაბიჯებით დაწყებული, მომდევნოთი დამთავრებული, ფეხშიშველმა იაროს.

2018 წელს გერმანელი და აფრიკელი ბავშვების განვითარების ინდექსები შეადარეს. ნახეს, რომ გერმანიაში, სადაც ბავშვებს ფეხსაცმელები ეცვათ და ასე ვითარდებოდნენ და აფრიკაში, სადაც ბავშვებს არ ჰქონდათ ფეხსაცმელი, წარმატების მიღწევის შანსი ერთნაირი არ ყოფილა. აფრიკელი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გერმანელების. თუ თქვენ ბავშვს მუდმივად აიძულებთ, რომ ფეხზე ჩაიცვას, ის ფეხსაცმელი რიგიდულია და ტერფს რეცეპტორების განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. ტერფში რეცეპტორების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასს აღწევს. როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, 7 ათასიდან მხოლოდ ათასი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 6 ათასი უბრალოდ იძინებს. ჯობს, ბავშვს არ ეცვას ფეხსაცმელი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სწორედ ის 7 ათასი რეცეპტორი განავითაროს, რადგანაც ისინი იატაკიდან, ზედაპირიდან მიღებულ ინფორმაციას თავის ტვინს გადასცემენ. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება. ასეთ ბავშვებს ძალიან მყარი, ბალანსირებული სისტემა, კოორდინაციის უნარი აქვთ. მარტივი ბიძგებით არ წაიქცევიან და ტრავმებსაც მარტივად არ მიიღებენ. ხოლო, როცა ფეხსაცმელი აცვია, მისი ტერფი ისვენებს და ასეთი ბავშვებისთვის ტრავმების სიხშირე მეტი იქნება.

გარდა ამისა, როცა ბავშვს ფეხზე არ აცვია, მისი ტერფი უფრო განიერია. თუ ტერფი განიერი იქნება, უფრო დიდი ზედაპირის ფართობი ექნება და წონას უფრო კარგად დააბალანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხერხემალი, მენჯ-ბარძაყი, ჩონჩხოვანი სისტემა კარგად განვითარდება და უფრო მეტად დაცული იქნება.

ამბობენ ხოლმე, თუ ბავშვმა ფეხშიშველმა გაიარა, რაღაც ინფექციები დაემართება. როგორ შეიძლება ბავშვს ფეხშიშველი სიარულით ფილტვების ანთება დაემართოს? ფილტვების ანთებას მიკოპლაზმა, ვირუსები, სტრეპტოკოკი იწვევს, მაგრამ ამ ინფექციების გავრცელების გზა სასუნთქი სისტემიდანაა და არა ტერფიდან. ტერფზე კანის სისქე თითქმის 1 სანტიმეტრს აღწევს, ან შეიძლება მეტიც კი იყოს. ამიტომ, ამ სისქის კანის გავლა ბაქტერიისთვის, ვირუსისა და სოკოსთვის წარმოუდგენლად რთულია. პირიქით, როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია და მას დიდი ხნის განმავლობაში არ იხდის, ის დახუთული სივრცე, რაც ფეხსაცმელში იქმნება და ოფლი, სოკოს, ბაქტერიების განვითარებას ხელს უწყობს.

როდესაც ბავშვი ფეხშიშველია, ეს მისი ჯანმრთელობისათვის უკეთესია, უფრო მომგებიანია როგორც იმუნური სისტემისთვის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემისთვის. ამ დროს აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება, დაწყებული უშუალოდ ტერფიდან, დამთავრებული თავის, ზურგის ტვინით, ხერხემლით. ჩვენ ხომ ტროპიკულ ქვეყნებში არ ვცხოვრობთ, სადაც კანის სხვადასხვა დაავადებაა გავრცელებული. აქ მსგავსი ინფექციები არ გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში ფეხშიშველი მოძრაობა ბავშვისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. უსაფრთხოა არა მარტო სახლში, ასევე გარეთაც. მაგრამ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი ფეხშიშველი გარეთ გადის, ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ, რომ სადმე მინის ნამსხვრევები არ იყოს და ფეხი არ გაიჭრას. გარდა ამისა, მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოვიყენოთ და ზედაპირის ტემპერატურას მივაქციოთ ყურადღება.

სახლის პირობებში ფეხშიშველი სიარული აბსოლუტურად უსაფრთხოა. ასევე, უსაფრთხო იქნება ეზოში სიარული, თუ ბავშვს ამის საშუალებას მივცემთ. ეს მის იმუნურ, საყრდენ-მამოძრავებელ და ნერვულ სისტემას განავითარებს.“

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

მარტი 4, 2025
ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

მარტი 3, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

მარტი 3, 2025
გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

მარტი 4, 2025
საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

3 მარტი 2025
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება  ელექტრომომარაგება 4 მარტს

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 4 მარტს

მარტი 3, 2025
რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

მარტი 3, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი