ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომლის შედეგებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომლის მიხედვითაც – თუ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ქიმიური ნაერთის, ბისფენოლ A-ს (იგივე BPA) დონე ნორმაზე 3-ჯერ მეტია, იმის რისკი რომ ბავშვს მომავალში აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვან 3-ჯერ იზრდება.
აუტიზმი ფსიქიკის ისეთი აშლილობაა, რომელიც პიროვნების სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარსა და ქცევას აზიანებს. აუტისტურის სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში. ასევე, მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა, განმეორებითი მოძრაობები, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმის და შეხების მიმართ და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით აუტიზმის დიაგნოზი 75 მილიონ ადამიანს აქვს. მამრობით სქესში აუტიზმის გავრცელება 4-ჯერ მაღალია, ვიდრე მდედრობითში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები 600-ზე მეტი ჩვილის განვითარების პროცესს აკვირდებოდნენ.ისინი გამუდმებით ამოწმებდნენ, რამდენად დიდი იყო ბისფენოლის დონე ორსულებში. აღმოჩნდა, რომ იმ დედების შვილებს რომელთა ორგანიზმშიც, ორსულობის დროს, ბისფენოლ A-ის დონე ნორმას აჭარბებდა, 3-ჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ აუტიზმის დიაგნოზს. ეს მაჩვენებელი 6-ჯერ იზრდება ბიჭების შემთხვევაში.
ბისფენოლ 1 იგივე BPA ქიმიური ნაერთია, რომელსაც პლასტმასას გასამაგრებლად და ლითონების დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. ის გვხდება პლასტამასაც წყლის ბოთლებში, შესაფუთ მასალებში, სამზარეულოს აქსესუარებში, პოლიეთილენის პაკეტებში, ბავშვის სათამაშოებში, ქაღალდის ქვითრებში და ა.შ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბისფენოლ A-ის ორგანიზმიდან გამოდევნა საკმაოდ რთულია. ეს ნივთიერება ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში რჩება. მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სქესობრივი მომწიფების დაჩქარება, ჰორმონალური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ასევე, ის უარყოფითად აისახება ტვინის მუშაობაზე. მეცნიერების თქმით, ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების სიჭარბე, შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მიზეზიც გახდეს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აშშ-ში ”ბისფენოლ A” ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებად აღიარეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენილია აუტიზმის გამომწვევი მიზეზი. 8 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერების-მტკიცებით-ა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T15:42:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
