„მაქსიმალურად გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს“ – „ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები…“

2 წუთიანი წაკითხვა
„მაქსიმალურად გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს“ - „ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები...“

21 სექტემბრის ღვთისმშობლის შობასთან დაკავშირებით, წინა დღით, 11:00-დან 17:00 საათამდე, ვაზისუბნის მერვე ლეგიონში, წულუკიძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, გამოაბრძანებენ საკვირველმოქმედ და მსწრაფლშემსმენელ ხატს „დედოფალი — სიხარულის მომნიჭებელი“. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მაქსიმალურად გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს. 20 სექტემბერს, დიდ დღესასწაულს გიმზადებთ, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” გამობრძანებული იქნება მერვე ლეგიონის დასახლება (ვაზისუბანი), წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 11 საათიდან 17 საათამდე.

ამჯერადაც, ხატების გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. ( ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითიც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ).

ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე ათ წელზე მეტია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.
მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გავუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი.

როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, მეტადრე ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს.

მომდევნო გამობრძანება მალევე არ იქნება, რადგან ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ დატვირთული პერიოდი და ბევრი ქართული საქმე გასაკეთებელი, სწორედ ამიტომ, ვისაც ხატის ასლები და განსაკუთრებით დაუჯდომელი გსურთ, აუცილებლად მობრძანდით ხატის გამობრძანებაზე.

უნდა ვიყოთ კვლავინდებურად, ბევრზე ბევრნი და უფალს ვაჩვენოთ ქართველთა ერთობა და სიყვარული!
აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები!

აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, როგორც აღვნიშნეთ, მომდევნო გამობრძანება არ იქნება მალე და ყველამ შეძლოს მოსვლა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს ამ ეტაპზე!

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა “დედოფალისა – სიხარულის მომნიჭებელისა” – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „მაქსიმალურად გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს“ – „ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები…“. 17 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მაქსიმალურად-გააზიარეთ-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:27:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi