პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი„ამ სიფრიფანა და ლამაზ გოგოს ისეთი ძლიერი ხმა აქვს, ეკრანის მიღმაც იგრძნობთ...

„ამ სიფრიფანა და ლამაზ გოგოს ისეთი ძლიერი ხმა აქვს, ეკრანის მიღმაც იგრძნობთ ცეცხლის წაკიდებას“

საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მორიგი ეპიზოდი, რომელსაც ტელემაყურებელი 27 აპრილს იხილავს, ქართულ ფოლკლორს მიეძღვნება. ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარდგება ხუთეული, რომელთა შორისაც არის ანასტასია ირემაძეც, ის ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად შეასრულებს სიმღერას: „ქალავ ვინ მოგცა მშვენება“.

გადაცემის ანონსში ანასტასიას შესახებ „შავნაბადას“ მუსიკალური ხელმძღვანელი, დათო ცინცაძე საუბრობს:

„რეპეტიციაზე შემოდის სიფრიფანა, პატარა, ძალიან ლამაზის სახის გოგო და მაშინვე ვიწყებთ ფიქრს, რა შევთავაზოთ: მეგრული ლირიკული, გურული… უცებ, მღერის და ხვდები სიძლიერეს, რაც ხასიათში აქვს, აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვი დადის ტაეკვანდოზე, აქვს კონცენტრაციის მაღალი უნარი, ამასთან ემოციური ძალა, რომ წინა პლანზე იყოს.

ისეთი სიძლიერე აქვს, რომ მაყურებელი ეკრანს მიღმაც იგრძნობს ცეცხლწაკიდებას,“ – ამბობს დათო ცინცაძე.

ანასტასია ირემაძე კი აღნიშნავს: „მთელი ცხოვრებაა, ხალხური სიმღერა მინდა, წელს მომეცა შანსი, რომ მემღერა და ძალიან გამიხარდა“.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „კარიერა დიდხანს გვერდით მქონდა გადადებული, რათა ჟერარდის გვერდით ვყოფილიყავი“ - შაკირა პიკესთან ურთიერთობაზე ალაპრაკდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი