„ამ სიფრიფანა და ლამაზ გოგოს ისეთი ძლიერი ხმა აქვს, ეკრანის მიღმაც იგრძნობთ ცეცხლის წაკიდებას“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მორიგი ეპიზოდი, რომელსაც ტელემაყურებელი 27 აპრილს იხილავს, ქართულ ფოლკლორს მიეძღვნება. ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარდგება ხუთეული, რომელთა შორისაც არის ანასტასია ირემაძეც, ის ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად შეასრულებს სიმღერას: „ქალავ ვინ მოგცა მშვენება“.

გადაცემის ანონსში ანასტასიას შესახებ „შავნაბადას“ მუსიკალური ხელმძღვანელი, დათო ცინცაძე საუბრობს:

„რეპეტიციაზე შემოდის სიფრიფანა, პატარა, ძალიან ლამაზის სახის გოგო და მაშინვე ვიწყებთ ფიქრს, რა შევთავაზოთ: მეგრული ლირიკული, გურული… უცებ, მღერის და ხვდები სიძლიერეს, რაც ხასიათში აქვს, აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვი დადის ტაეკვანდოზე, აქვს კონცენტრაციის მაღალი უნარი, ამასთან ემოციური ძალა, რომ წინა პლანზე იყოს.

ისეთი სიძლიერე აქვს, რომ მაყურებელი ეკრანს მიღმაც იგრძნობს ცეცხლწაკიდებას,“ – ამბობს დათო ცინცაძე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ანასტასია ირემაძე კი აღნიშნავს: „მთელი ცხოვრებაა, ხალხური სიმღერა მინდა, წელს მომეცა შანსი, რომ მემღერა და ძალიან გამიხარდა“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ამ სიფრიფანა და ლამაზ გოგოს ისეთი ძლიერი ხმა აქვს, ეკრანის მიღმაც იგრძნობთ ცეცხლის წაკიდებას“. 23 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ამ-სიფრიფანა-და-ლამაზ-გო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-21T18:55:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi