ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა“ - რა უთხრა უკანასკნელად მამამ მიშა კალანდაძეს

„ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა“ – რა უთხრა უკანასკნელად მამამ მიშა კალანდაძეს

„თავისუფლება არის თანასწორობის შეგრძნება. როცა შენ არ გრძნობ ქედმაღლობას, ესაა თავისუფლება. ამ სამყაროში არც ერთი ადამიანი არავისზე მეტი არ არის”, – ამბობს მსახიობი მიშა კალანდაძე.

რა ესმის მას ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რით ამაყობს, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ ბლიცინტერვიუში, რომელიც მასთან ჟურნალმა „გზამ“ ჩაწერა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

– ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით…

– …იმ კარგ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო და ჩემს გულთან ახლოს არიან. მათ წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

– ბედნიერი ვარ, რომ…

– …უფალმა ორი არაჩვეულებრივი და ჯანმრთელი ადამიანი მაჩუქა, შვილებს ვგულისხმობ. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივაცია არიან. ბიჭობაში როგორ შვილებზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთები არიან, – ქერები და ცისფერთვალებები. უფლის უზომოდ მადლიერი ვარ.

– ყოველთვის მაქვს სურვილი…

– …ადამიანებს მხარში ამოვუდგე, ეს ჩემი შინაგანი “მე” მაბედნიერებს. ხანდახან საკუთარ საზრუნავსაც კი უკან გადავწევ ხოლმე.

– თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…

– …ადამიანების სიყვარული შემიძლია და მხარში დგომის უნარიც მაქვს.

– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო…

– …არაპუნქტუალური ვარ, ყველგან ვაგვიანებ. 36 წელია ჩემში ამ პრობლემას ვებრძვი და ჯერ ვერ მოვერიე.

– საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…

– …რომ ყველას არ უნდა ვენდო.

– პატიება შემიძლია, თუ…

– …ის ადამიანი გაიაზრებს, გააცნობიერებს, რომ შეეშალა.

– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…

– …ამ დროს ადამიანებთან ურთიერთობა არ შემიძლია. ვცდილობ, განვმარტოვდე. გავდივარ ბუნებაში, სადაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მესმის. ეს ერთგვარი რელაქსია. მსგავსი რამ ხშირად არ მემართება.

– დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება…

– …ამბავი, რომელსაც ახლა გეტყვი, ჩემთვის მძაფრი შეგრძნებების მომგვრელია. მამა 2008 წელს, აგვისტოს ომამდე გარდაიცვალა, ის ავადმყოფობდა. გარდაცვალების წინ მითხრა, მე ახლა უნდა წავიდე, დედას და შენს დაიკოს უნდა მიხედოო. ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ზუსტად ვიცი, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს არასდროს დამავიწყდება. ინტერვიუ ვრცლად ნახეთ აქ

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები პენანგში, მალაიზიაში

საუკეთესო აქტივობები პენანგში, მალაიზიაში

19 March, 2025
ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მარტი 19, 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

მარტი 19, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია

„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია

მარტი 19, 2025
კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

მარტი 19, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი